მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015 წლის შემდეგ საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი 22-ჯერ გაიზარდა

5f0b3483d8a77
BM.GE
12.07.20 20:02
1469
საქართველოში მოძრავი ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების რაოდენობა მაღალი ტემპით იზრდება, რასაც საგადასახადო შეღავათებიც უწყობს ხელს. ჰიბრიდული ავტომობილი სტანდარტულზე 60%-ით ნაკლებად იბეგრება, ელექტრომობილი კი გადასახადისგან სრულად არის გათავისუფლებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებში 30.3% ჰიბრიდულ მოდელებზე მოდის, 38.4% ბენზინზე მომუშავე ავტომობილებია 27% კი დიზელზე მომუშავე. ელექტრომობილებს კი მთლიანი იმპორტის 1%-ზე ბევრად ნაკლებია, 2019 წელს ქვეყანაში 1000 ერთეულზე ნაკლები ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 1.4% ჰიბრიდულ სისტემაზე (შიგა წვის ძრავი+ელეტრომოტორი) მუშაობდა. შესაბამისად, 2019 წელს მთლიან ავტოიმპორტში ჰიბრიდული მოდელების წილი 22-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2015 წელს.

საქართველოში შემოყვანილ ჰიბრიდულ ავტომობილებში მოწინავე ადგილი მეორე და მესამე თაობის Toyota Prius-ებს უჭირავთ. Prius-ი 2019 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების ათეულში ნომერ პირველ ადგილზეც მოხვდა.

ყველაზე ხშირად იმპორტირებული მოდელების ათეული:

  1. TOYOTA PRIUS - წილი მთლიან ავტოიმპორტში 12% 
  2. TOYOTA CAMRY - წილი მთლიან ავტოიმპორტში 5.3% 
  3. FORD TRANSIT - წილი მთლიან ავტოიმპორტში 4.8% 
  4. TOYOTA AQUA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 3.5% 
  5. HYUNDAI ELANTRA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 3.4% 
  6. TOYOTA PRIUS C - წილი მთლიან ავტოიმპორტში 2.8% 
  7. HONDA FIT - წილი მთლიან ავტოიმპორტში 2.3% 
  8. HYUNDAI SONATA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 2.3% 
  9. TOYOTA RAV - წილი მთლიან ავტოიმპორტში 4 2% 
  10. VOLKSWAGEN JETTA - წილი მთლიან ავტოიმპორტში 1.6% 

საქართველოში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილები სხვა ავტომობილების მსგავსად, ძირითადად მეორადი მოხმარებისაა. გასული წლების მანძილზე მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა, რამაც მათზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. მომხმარებლები ამ მოდელის ავტომობილებს ძირითადად საწვავის ეკონომიური მოხმარების გამო ანიჭებენ უპირატესობას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები