მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს 2 757 450 ლარის ჯარიმა დაიწერა, - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შედეგები

5e35569069427
ინგა მურუსიძე
01.02.20 15:45
1003
გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის გამო 2019 წელს დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 2 757 450 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, 2019 წელს, ინსპექტირებისა და პატრულირების შედეგად, გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი.

„სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ, ჯამში, 2 757 450 ლარი, ხოლო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებული თანხის ოდენობამ 6 638 943 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2019 წელს, განხორციელდა დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების 2 750 ინსპექტირება.

„საწარმოებისა და ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების შემოწმების შემდეგ, ეტაპობრივად მიმდინარეობს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და საწარმოების/ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მასშტაბური სახე მიიღო პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესმა, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2019 წელს შემოწმდა პარკების მწარმოებელი 36 ობიექტი. სულ, ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა 1 808 000 ერთეული პლასტიკის პარკი“, - ნათქვამია ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები