მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს "სამეფო თაფლის" წარმოება ორჯერ გაიზარდა

5e34153f486e7
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 23:00
3028
2019 წელს "სამეფო თაფლის" წარმოება 2-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სტარტაპ ბიზნესი ახმეტის რაიონში 2017 წელს წამოიწყო, თუმცა, მის ოჯახს მეფუტკრეობაში 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. 

„ჩემი სტარტაპი 30 000 ლარის ინვესტიციით დავიწყეთ და ვერც ვიფიქრებდი, რომ სამი წლის შემდეგ ქვეყნის უმსხვილეს ჰიპერმარკეტებში გვექნებოდა გატანილი ჩვენი პროდუქტი. ჩვენ პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალის რეინვესტირებას ვახდენთ ჩვენს ბიზნესში და დღეისთვის დაახლოებით 200 000 ლარამდე ინვესტიცია გვექნება ჩადებული.

ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს, ასევე პირველებმა შევიტანეთ ქართულ ბაზარზე ფიჭიანი თაფლი და თხილეულის ნაირსახეობა თაფლში, რომლებსაც მომხმარებელი დადებითად შეხვდა.

დღეისთვის ჩვენი მეურნეობიდან და სხვა პარტნიორი მეფუტკრეებიდან ვაწარმოებთ მაისის, წაბლის, ცაცხვის და აკაციის თაფლს. ფუტკარს ვმკურნალობთ ბიო პრეპარატებით, არ ვაჭმევთ შაქრის სიროფს, წელიწადში მინიმუმ 3-4 ადგილას ვამთაბარებთ და ვიღებთ 100% ნატურალურ თაფლს“, - ამბობს Royal Honey-ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში კომპანიამ 50 ტონა პროდუქცია აწარმოა და „სამეფო თაფლის“ შეძენა მსხვილ ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი.

“სამეფო თაფლის” პროდუქცია ძირითადად თბილისსა და ბათუმში იყიდება, დიდ სავაჭრო მარკეტებში, "კარფურის" ყველა ფილიალში, "ფრესკოში", "აგროჰაბში" და სხვა მარკეტებში. 2020 წელს მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქციის გავრცელების არეალი მინიმუმ გაორმაგდება, რის საფუძველსაც გვაძლევს ჩვენს პროდუქუციაზე არსებული მზარდი მოთხოვნა“, - ამბობს გიორგი გომელაური.

თაფლის მწარმოებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი ექსპორტზე გასვლაა, თუმცა რომელი ქვეყნები იქნება ეს ვერ დააკონკრეტა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია საექსპორტო ხარისხის არის, ვმუშაობთ ექსპორტის საკითხზე. ახლო მომავალში აუცილებლად დავიწყებთ სტაბილურად იმ ქვეყნების მომარაგებას, სადაც ქართულ თაფლზე დიდია მოთხოვნა. ასევე ვაპირებთ გავზარდოთ ასორტიმენტი და ბაზარზე შევიტანოთ სხვა ქართული, ნატურალური პროდუქტები“, - უთხრა BM.GE-ის „სამეფო თაფლის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები