მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-2022 წლებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ ₾265 მილიონის სუბსიდიაა გაცემული

639f21dec4230
თელარა გელანტია
18.12.22 18:30
774
სახელმწიფო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, 2020-2022 წლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან ₾265 მილიონის სუბსიდია მიიღო.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის პროექტების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი.

კომპანიის ძირითად საქმიანობას თბილისში ავტობუსით, მეტრო და საბაგირო ტრანსპორტით მომსახურება და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების მოწყობა წარმოადგენს.

„კომპანიის 2021 წლის აუდიტირებული ანგარიშგების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიამ ფულადი და არაფულადი შენატანის სახით კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა ძირითადი საშუალებები საერთო ღირებულებით 293,253 ათასი ლარი და 3,273 ათასი ლარის ოდენობით. შედეგად, კაპიტალი გაიზარდა და შეადგინა 615 მლნ. ლარი“, - ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იმ TOP-10 სახელმწიფო კომპანიას შორისაა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 2021 წლის ბოლოსთვის ამ კომპანიაში 6 496 ადამიანი მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები