მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ში საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა - რას უკავშირდება ცვლილება?

608a6afbb46e8
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.21 12:41
855
2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა და 3,728,600 ადამიანი შეადგინა - საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ ზრდის მთავარი მიზეზი არა ბუნებრივი მატება, არამედ COVID-19-ის გამო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნება იყო. 

სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი მატება 2020 წელს უარყოფითი იყო და მინუს 4,017 შეადგინა, დადებითი მიგრაციული სალდო კი 15,732 იყო, შედეგად მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა.

2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74,264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89,996 შეადგინა (სხვაობა 15,732).

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა. მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება COVID-19-ის გამო ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 2020 წელს საქართველოში 50,537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3,773-ის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი COVID-19 იყო. ამასთან, 2020 წელს საქართველოში შობადობა ბოლო 14 წლის მინიმუმამდე შემცირდა და 46,520 შეადგინა, რის გამოც ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები