მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელი - ბოლო შანსი ეწვიო ევროპას ETIAS-ს ამოქმედებამდე

5e1f4ed37356d
ნათია თაქთაქიშვილი
15.01.20 23:40
14515
ევროკავშირის ხელისუფლება 2021 წლიდან გეგმავს აამოქმედოს უსაფრთხოეობის სისტემა European Travel Information and Authorization System (ETIAS). ETIAS-ის ძირითადი მიზანია შენგენის ზონის საზღვრებში უსაფრთხოების გაუმჯობესება უვიზო მიმოსვლის განხორციელების დროს. ამჟამად სისტემა დამუშავების პროცესშია.

ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) სისტემა ითვალისწინებს გარკვეული საფასურის დაწესებას და ის 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეეხება, მათ შორისაა საქართველოც, ასევე უკრაინა, აშშ, კანადა, ავსტრალია და სხვა. მოსაკრებლის ოდენობა 7 ევრო იქნება და მისგან გათავისუფლდებიან 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული ადამიანები. 

სისტემის ამოქმედებისას, მოქალაქეს ETIAS ვებ-გვერდზე ანკეტის შევსებისას მოუწევს მიაწოდოს პირადი ინფორმაცია, როგორიც არის პასპორტის ნომერი, ქვეყნის სახელწოდება, სადაც ტურისტი მოგზაურობას გეგმავს, ინფორმაცია დეპორტაციაზე და სხვა. ანკეტა ავტომატურ რეჟიმში დამუშავდება, ტურისტი დასტურს ან უარყოფას რამდენიმე წუთში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ETIAS სისტემაში დადასტურებულ ნებართვა ვალიდური 3 წლის განმავლობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები