მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელი KTW ჯგუფმა გაყიდვების 10%-იანი ზრდით დაასრულა

600a9a600cdd7
ლიკა გურაბანიძე
23.01.21 09:15
1191

“2020 წელი KTW ჯგუფმა გაყიდვების 10%-იანი ზრდით დაასრულა. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, გასულ წელს კომპანიამ გადადგა ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც შემოსავლების ზრდა მოხერხდა. 
ზურაბ ჩხაიძის განმარტებითვე, მათ მიერ შემუშავებული გეგმით, KTW ჯგუფი 2021 წელსაც გაყიდვების მატებას გეგმავს.

“გასულ წელს დაახლოებით 18 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის ვალდებულებები, რომელიც აღებული გვქონდა ვასრულებთ. ასევე სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციებს ვახორციელებთ.

2020 წელს საექსპორტო ბაზრებზე ფასების დავაკორექტირეთ და შევამცირეთ. ასევე გავზარდეთ გეოგრაფიული არეალი და ახალი საექსპორტო ბაზრები ავითვისეთ. ევროპაში ჩვენი შვილობილი კომპანია გავხსენით, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.” - განაცხადა ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები