საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების რაოდენობა ერთ წელიწადში 150 ერთეულით შემცირდა.
სებ-ის ინფორმაციით, 2019 წელს ბაზარზე 944 სავალუტო ჯიხური ოპერირებდა, 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით მცირე ზომის კომპანიებმა ბაზარი დატოვეს. დღეს კი ბაზარზე ფუნქციონირებას 794 სავალუტო ჯიხური განაგრძობს.
როგორც BM.GE-თან სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები ამბობენ, ყველაზე დიდი რაოდენობით სავალუტო ჯიხურები ტურისტულ ზონებში დაიხურა, ხოლო მათი ბრუნვა 2020 წლის განმავლობაში 10-ჯერ მაინც შემცირდა.