შემოსავლების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2020 წელს საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ გადაუხდია.
საქმე ისაა, რომ პანდემიის დადგომის წელს ტრამპმა და მისმა ბიზნესებმა 4.8 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, რის გამოც ის ფედერალური გადასახადებისგან გათავისუფლდა.
რაც შეეხება მისი პრეზიდენტობის სხვა წლებს, 2017-ში ტრამპმა 12.9 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, მის მიერ გადახდილი საშემოსავლოს მოცულობა კი 750 დოლარს შეადგენდა.
2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტის შემოსავალი 24.3 მილიონ დოლარი იყო, რის სანაცვლოდ მან 1 მილიონი დოლარის მოცულობის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა.
2019 წელს ტრამპმა 4.4 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლოს, რის სანაცვლოდაც მან ფედერალურ ბიუჯეტს 134,000 დოლარი გადაუხადა.
რაც შეეხება 2020 წელს, როგორ უკვე აღვნიშნეთ, მან წელი ზარალზე დახურა, რის გამოც მას გადასახადების შეტანა არ მოუწია.