მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მალთაყვის ბულვარის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება

5d94ad55918a0
ლიკა გურაბანიძე
06.10.19 19:00
1723
„2020 წელს მალთაყვის ბულვარის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება,“ - ამის შესახებ BM.GE-ს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კოტე თოფურიამ განუცხადა.

როგორც თოფურია განმარტავს, მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის განვითარების არსებული პროექტი იცვლება და ტერიტორიის ხელახლა პროექტირებაზე ფოთის მერიის მხრიდან დავალება უკვე გაცემულია.

„მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის პროექტირებაზე ტენდერი მიმდინარე წელს უნდა გამოვაცხადოთ, ხოლო ამის შემდეგ მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. პროექტის პირობები ფოთის მოსახლეობასთან შეთანხმებულია“ - განაცხადა თოფურიამ.

ცნობისთვის: ფოთის მერიამ მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის განვითარებაზე მომუშავე უკრაინულ სამშენებლო კომპანია "ANT STROI LTD-თან 2016-თან" დადებული კონტრაქტი მიმდინარე წელს შეწყვიტა. ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოში უკრაინული კომპანიის წარმომადგენლობის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული. ფოთის მერიამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 182 ათასი ლარი ბიუჯეტში დააბრუნა.

კურორტ მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის განვითარება 2014 წელს დაიწყო. პირველი ეტაპი გზის და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგებას უკავშირდებოდა, რომელიც დასრულდა, თუმცა მეორე ეტაპი ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ აღარ განხორციელდა.

პროექტის განხორციელების შედეგად „მალთაყვას“ 3 კილომეტრიანი ახალი კეთილმოწყობილი ბულვარი და „ვეიკ პარკი“ (წყალსათხილამურო ატრაქციონი) ექნება. სწორედ „ვეიკ პარკის“ დახმარებით მალთაყვა ტურისტებს 7-8 თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები