მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართვეელომ $20 მილიონის სათამაშოები იყიდა

6084085c8b3f9
ლიკა გურაბანიძე
24.04.21 20:30
1325
ბოლო 10 წელია საქართველოში სათამაშოების ექსპორტ-იმპორტი, ძირითადად, მზარდია. შედარებისთვის, თუ 2010 წელს ქვეყანაში 9,226,400 დოლარის სათამაშოების იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს საერთო იმპორტმა 19,916,800 დოლარი შეადგინა. პარალელურად, მზარდია ექსპორტიც - თუ 2010 წელს სათამაშოების ექსპორტი საქართველოდან 94,800 დოლარი იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 128,800 დოლარის ტოლია.

სათამაშოების მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: ჩინეთი, ჰონგ-კონგი, თურქეთი, გერმანია, ესტონეთი, ხოლო საქართველოდან სათამაშოების ექსპორტი ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.


სათამაშოების იმპორტი და ექსპორტი საქართველოდან 2010-2020 წლებში:


           იმპორტი                  ექსპორტი

2010 - $9,226,400                  $94,800
2011 - $11,375,400                $103,600
2012 - $12,719,100                $167,500
2013 - $16,205,800                $232,900
2014 - $16,727,800                $173,300
2015 - $14,589,400                $183,500
2016 - $15,994,700                $198,400
2017 - $21,621,000                $176,700
2018 - $20,655,100                $106,100
2019 - $19,916,800                $128,800
2020 - $17,041,100                $69,400


რომელ ქვეყნებში ახორციელებს საქართველო სათამაშოების ექსპორტს? (2020) - TOP-5


1. სომხეთი - $45,000
2. აზერბაიჯანი -  $7,900
3. ირანი - $7,900
4. გერმანია - $6,600
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $600


რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო სათამაშოების იმპორტს? (2020) - TOP-5


1. ჩინეთი - $11,024,000
2. ჰონგ-კონგი - $1,685,900
3. თურქეთი - $615,600
4. გერმანია - $487,100
5. ესტონეთი - $411,200

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები