სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება COVID-19-ის გამო ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, რაც გასული წლების განმავლობაში უპრეცედენტო ზრდას წარმოადენს. 2020 წელს საქართველოში 50,537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3,773-ის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი COVID-19 იყო.
ამასთან, 2020 წელს საქართველოში შობადობა ბოლო 14 წლის მინიმუმამდე შემცირდა და 46,520 შეადგინა, რის გამოც ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა და 3,728,600 ადამიანი შეადგინა - სტატისტიკიდან, რომ ამ ზრდის მთავარი მიზეზი არა ბუნებრივი მატება, არამედ COVID-19-ის გამო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნება იყო.
ბუნებრივი მატება 2020 წელს უარყოფითი იყო და მინუს 4,017 შეადგინა, დადებითი მიგრაციული სალდო კი 15,732 იყო, შედეგად მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა.
2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74,264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89,996 შეადგინა (სხვაობა 15,732).