მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში თეატრების მაყურებელთა რაოდენობა 79.6%-ით შემცირდა

60c857a3977fc
BM.GE
15.06.21 21:40
494
საქსტატმა გამოაქვეყნა 2020 წლის კულტურის სფეროს სტატისტიკა, რომელიც თეატრებისა და მუზეუმების მაყურებელთა რაოდენობის სტატისტიკას ასახავს. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში თეატრების მაყურებელთა რაოდენობა 79.6%-ით შემცირდა და 125,600 შეადგინა. სავარაუდოდ ეს ლოქდაუნამდე არსებული მაყურებელთა რაოდენობა იყო, რადგანაც 2020 წლის მარტიდან ქვეყანა ჩაიკეტა, რა დროსაც წლის ბოლომდე თეატრები დახურული იყო. 

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ამჟამად სულ 52 პროფესიული თეატრი არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება მუზეუმების დამთვალიერებელთა სტატისტიკას, ის 2020 წელს 86%-ით შემცირდა და 309,000 შეადგინა - დამთვალიერებლთა ეს ნაკადიც ლოქდაუნამდე პერიოდს ასახავს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 249 მუზეუმი არის რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები