მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის 11 თვეში ლუდის ექსპორტი 30,3%-ით გაიზარდა

5ff633a530642
ლიკა გურაბანიძე
07.01.21 09:40
1009
2020 წლის განმავლობაში სხვა მრავალი დასახელების საქონლის ექსპორტის შემცირების მიუხედავად, საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაიზარდა. 

2020 წლის იანვარ-ნოემბერში 5 მლნ 61 500 ლიტრი ლუდის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 მლნ 604 400 დოლარი შეადგინა, ამ პერიოდში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 30,3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე.

2020 წელს ლუდის TOP 5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჩინეთი, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები