მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის საუკეთესო სასტუმროები – Tripadvisor-ის რეიტინგი

5faacd77dc411
მარიამ ადამია
10.11.20 23:10
993
Tripadvisor-ის ადმინისტრატორებმა, ტურისტების გამოხმაურების და შეფასებების მიხედვით წლის საუკეთესო სასტუმროები გამოავლინეს. პირველი პოზიცია სინგაპურში მდებარე - Marina bay sands-მა დაიკავა.

მასპინძლობის ინდუსტრიის საზღვრები ყოველდღიურად ფართოვდება და მაღალი კონკურენციის პირობებში სასტუმროები ცდილობენ ისეთი რამ შესთავაზონ მომხმარებელს, რაც მათ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაუტოვებს და გააოცებს. XXI საუკუნეში კი ამის მიღწევა რთულია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საუკეთესოდ გამოუვიდა Marina Bay Sands-ს, რომლის აუზიდანაც ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება. აქ დარჩენის ღირებულება ერთი ღამით, დაახლოებით 1134 ლარია და ყველაზე ძვირადღირებულ კურორტად მიიჩნევა მსოფლიოში. რაც შეეხება ჩადებულ ინვესტიციას, მისი მშენებლობა ინვესტორებს $8 მლრდ დაუჯდათ.

საუკეთესო სასტუმროთა რიგებში მეორე ადგილას Park Grand London Kensington-ი დაასახელეს, რომელიც 397 ნომერს და 74 რესტორანს აერთიანებს. ხოლო ერთი ღამის ღირებულება 465 ლარიდან იწყება.

ბალიზე, ჯუნგლების შუაგულში, გორაკზე მდებარე კომპლექსი – The Kayon Resort by Pramana, რეიტინგის სამეულშია. მის შემადგენლობაში შედის 6 სტანდარტული ნომერი, 12 ლუქსი და 5 ვილა აუზით. ტერიტორიაზე გაშენებულია ბაღები, სადაც გვხვდება დურიანი, ილანგ-ილანგი, ქოქოსი, ჯანჯაფილი, კურკუმა და სხვა ეგზოტიკური მცენარეები. პავილიონის სახურავზე ტარდება იოგას უფასო გაკვეთილები. რესტორანი კი, გეპატიჟებათ ვახშამზე ან შუადღის ჩაიზე, რომლის ტერასა მდინარეს გადმოჰყურებს. აქვე ტარდება ბალის სამზარეულოს კერძების მომზადების მასტერ-კლასი შეფ-მზარეულისგან. ერთი ღამის ღირებულება აქ 242 ლარია. შეგახსენებთ, რომ სასტუმროებზე ფასების კლებაც პანდემიის ეფექტია, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ინდონეზიის ტერიტორიაზე 30 დღემდე ყოფნის შემთხვევაში ვიზა არ არის საჭირო.

მეოთხე პოზიციაზეა რომში მდებარე, Hotel Artemide, სასტუმრო, სადაც ერთი ღამის ღირებულება - 975 ლარია და იტალიაში მოგზაურებისთვის რჩეულ ადგილად არის აღიარებული.

რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა ბარსელონაში მდებარე H10 Madison-ი, სადაც ერთ ღამის ღირებულება, დღევანდელ რეალობაში 317 ლარი ღირს. სივრცე აერთიანებს 198 ნომერსა და 71 სასადილოს.

ათეულში მოხვდა ასევე ლას-ვეგასში მდებარე The Venetian Resort-ი, აქ დასვენება 371 ლარი დაგიჯდებათ. მეშვიდე პოზიციაზეა Novotel Paris Centre Gare Montparnasse, სადაც ერთი ღამე 452 ლარი ღირს. ათეულში ბოლო პოზიციებს კი ინაწილებენ Park Central-ის სასტუმრო New York-ში, The Seminyak Beach Resort & Spa - ინდონეზიაში და Paris Las Vegas-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები