2021 წელს "112"-ის ოპერატორებმა 4 718 588 ზარს უპასუხეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„112-ის ოპერატორები, 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, იღებენ შეტყობინებებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ და გადასცემენ შესაბამის საგანგებო სამსახურებს“, - ნათქვამია „112“-ის პრესრელიზში.