მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ოქროს ექსპორტი შემცირდა - სად იყიდება ქართული ოქრო

61ee5eb654452
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.22 23:00
1589
2021 წელს საქართველოდან სხვადასხვა საქონლის ექსპორტი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა და 4.242 მლრდ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, 10 უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში შემავალი პროდუქტის საექსპორტო მაჩვენებლები ყველა შემთხვევაში მცირედით მაინც გაიზარდა. 

2021 წელს ოქროს ადგილობრივი ექსპორტი ტოპ 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის 1.5%-იანი წილით, მეათე ადგილს იკავებდა. ამ პერიოდში საქართველომ ოთხ საექსპორტო ბაზარზე 2.11 ტონა ოქროს რეალიზაციიდან 64.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, კლება 2020 წელთან შედარებით 34.2%-ია. აღსანიშნია, რომ გასული წლის ოქროს ექსპორტი 2019 წლის მონაცემებსაც ჩამორჩება (2020 წელი 97.5 მლნ დოლარი, 2.72 ტონა; 2019 წელი - 72.8 მლნ დოლარი, 2.62 ტონა).

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2021 წელს ქართული ოქროს ექსპორტი მხოლოდ 4 ქვეყანაში განხორციელდა. ყველაზე დიდი რაოდენობით 2021 წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს გატანა ძირითადად შვეიცარიაში მოხდა, შედეგად საქართველომ ამ ბაზარზე 2.02 ტონა ოქროს ექსპორტიდან 62.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 33.7%-ით ჩამორჩება. ამასთან, გერმანიაში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების 0.04 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 1 მლნ დოლარის 0.03 ტონა გავიტანეთ, ხოლო თურქეთში სულ 241.8 ათასი დოლარის 0.01 ტონა საქონლის რეალიზაცია მოხდა. 

აღსანიშნია, რომ საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალს გერმანია ბოლო ორი წელია რაც დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები