მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს სადაზღვევო კომპანიებმა კლიენტებს 435 მლნ-ის ზარალი აუნაზღაურეს

624be39cc4d7a
BM.GE
05.04.22 10:32
634
2021 წელს სადაზღვევო სექტორმა კლიენტებს 435.7 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა. ზარალის მოცულობა 50 მლნ მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით. პორტფელში ყველაზე დიდი წილი - 22% - „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის.

„ჯიპიაი“ ლიდერობდა როგორც მოზიდული პრემიით, რაც 129.9 მლნ-ს შეადგენს, ასევე ანაზღაურებული ზარალებით. ზარალის პორტფელი 94.1 მლნ ლარია.

TOP-5 კომპანიაში ანაზღაურებელი ზარალით შედიან: იმედი L – 52.5 მლნ; თიბისი - 50 მლნ; არდი - 45.1 მლნ, ალდაგი - 43.7 მილიონი.

სადაზღვევო ბაზრის 18 მოთამაშემ 2021 წელს 773 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, 105 მლნ მეტი ვიდრე შარშან. წმინდა მოგება კი, მხოლოდ 39.9 მლნ ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები