მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოში წარმოებული ავეჯის რეალიზაციამ 30-40%-ით იკლო - Homemade

61ebc4623de0d
თათია კაკიაშვილი
22.01.22 13:15
629
ქართული ავეჯის მწარმოებელი კომპანია Homemade-ში აცხადებენ, რომ 2021 წელს საქართველოში წარმოებული ავეჯის რეალიზაციამ 30-40%-ით იკლო, მიზეზი ნედლეულის გაძვირებაა, რომელიც ძირითადად იმპორტირებულია.

Homemade-ის ადმინისტრატორ ელზა გელიტაშვილის თქმით, გასულ წელს კომპანიამ მომხმარებლის დიდი ნაწილი დაკარგა, რადგან ხალხი გაძვირებულ ავეჯზე ხარჯის გაღებას ერიდება.

„დაახლოებით, 40%-ით იკლო გაყიდვებმა და შოურუმში ხალხის ნაკადმა. ეს გამოიწვია დამატებით იმანაც, რომ ფასები საკმაოდ გაგვეზარდა, ვინაიდან ნედლეულის ჩამოტანა უფრო რთული და ძვირი გახდა. ამასთან, მოხმარებელს საახალწლოდ ფიზიკურად ვერ შევთავაზეთ ისეთი ფასდაკლება, რომლითაც დაინტერესდებოდა. ესეც იმიტომ, რომ მასალებმა არ მოგვცა საშუალება, ავეჯი ისეთ ფასად დაგვემზადებინა, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნებოდა", - განაცხადა ელზა გელიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები