მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს “სოკარ პეტროლიუმის” შემოსავალი ₾972 მლნ-მდე გაიზარდა

634933ef4446c
BM.GE
14.10.22 17:30
1114
საქართველოში საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი სარეალიზაციო ქსელის მფლობელმა “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, “სოკარმა” შემოსავალი რეკორდული ტემპით, 371 მილიონი ლარით გაზარდა, რის შედეგადაც კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს 972 მილიონ ლარს მიაღწია.

კომპანიის შემოსავლის ასეთი მატება ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ, ასევე მომატებულმა მოთხოვნამ განაპირობეს.

“შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და მათი საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 110 ავტოგასამართი სადგურით და 13 კლიენტთა მომსახურების ცენტრით. ამ სადგურების ნაწილი არის ჯგუფის მფლობელობაში, ხოლო ნაწილი იჯარითაა აღებული,”- ნათქვამია “სოკარის” მმართველობით ანგარიშში.

კომპანიის ფინანსურ ანგარიშში წარმოდგენილია კონკრეტული სეგმენტების მიხედვით მიღებული შემოსავალი, მაგალითად საწვავის რეალიზაციამ 867 მილიონი ლარი შეადგინა, ავტოგაზმა 52 მილიონი, ხოლო მაღაზიების გაყიდვებმა 30 მილიონი ლარი.

● ნავთობპროდუქტები - 867 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 64%
● გაზგასამართი სადგურები - 52 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 33%
● ბენზინგასამართი სადგურების მაღაზიები - 30 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 43%
● ნავთობშემცველი პროდუქტების ტრანსპორტირება - 2.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -12%
● სხვა საოპერაციო შემოსავალი - 21 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 163%.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მიერ რეალიზებული საწვავის თვითღირებულება გასულ წელს 832 მილიონ ლარს შეადგენდა, ბუნებრივი აირის თვითღირებულება 40 მილიონ ლარს, ხოლო სხვა საქონლის თვითღირებულება 24 მილიონი ლარი იყო.

თანამშრომელთა ხელფასებზე კომპანიამ 20 მილიონი ლარი დახაჯრა, ხოლო ტრანსპორტირების საფასური 11 მილიონი ლარი იყო, რეკლამებზე კი 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მთლიანობაში 2021 წელი სოკარმა 21.3 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია 1,600-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო აქტივების ზომა 345 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები