მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს10 კლიმატური კატასტროფა $170 მილიარდი დაჯდა - Bloomberg

61cd66978c8f5
თათია კაკიაშვილი
03.01.22 00:00
721
ახალი კვლევის თანახმად, 2021 წლის ყველაზე დამანგრეველი 10 კლიმატური კატასტროფა მთლიანობაში 170 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ტროპიკული ქარიშხალი იდა იყო, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაატყდა თავს აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ეკონომიკას კი კატასტროფა 65 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

"ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე კი ევროპაში წყალდიდობამ 240 ადამიანის სიკვდილი და 43 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია", - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო ორგანიზაციის Christian Aid-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 17 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა 2021 წლის ივლისში ჩინეთის პროვინცია ჰენანის წყალდიდობა.

საგულისხმოა, რომ 2011 წლის შემდეგ, შარშან მეექვსე შემთხვევა იყო, როცა გლობალური სტიქიური უბედურებები 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები