მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელთან დაკავშირებით გვაქვს მოკრძალებული მოლოდინები - ანალიტიკოსი უძრავი ქონების ბაზარზე

5fd9209ff1be9
თამთა ჯიჯავაძე
16.12.20 00:30
1919
2021 წელთან დაკავშირებით უძრავი ქონების კუთხით, გვაქვს მოკრძალებული მოლოდინები, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, კახაბერ სამყურაშვილმა Property Georgia-ს ახალ ვიდეო რუბრიკა Property Talks-ში განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის მოლოდინები დაკავშირებულიa იმასთან, თუ როგორ აღდგება ეკონომიკა, ვინაიდან როდესაც ეკოომიკა სწრაფად იზრდება, სწრაფად იზრდება უძრავი ქონების გაყიდვები, ხოლო როდესაც რეცესია გვაქვს, ეს აისახება გაყიდვებზეც.

„ზრდა იმაზე იქნება ასევე დამოკიდებული, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება გაურკვევლობა. იმედი მაქვს რომ 2021 წლის მეორე ნახევარში მაინც დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და ეს რაღაცნაირად დაეხმარება ბაზარსაც. ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის აღდგენაც, ვინაიდან ბევრი ადამიანი ყიდულობდა ბინას, რომ შემდეგ Airbnb-ზე გაექირავებინა და ასე მიეღო დამატებითი შემოსავალი.

ბათუმის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოელების მიერ შეძენილ ბინებზე და ბათუმის ბაზარზე ვხედავთ, რომ მკვეთრად არის შემცირებული გაყიდვები და მანამ ვიდრე არ დაიწყებს ტურიზმი აღდგენას, რთულია იმაზე საუბარი რომ მკვეთრად გაუმჯობესდება ამ ბაზარზე მდგომარეობა“, - განაცხადა კახაბერ სამყურაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ალბათ ბაზარი 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდება, თუ გამართლდა ამ დროისთვის არსებული მოლოდინები პანდემიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მეორე ნახევარში დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

„თუ უკეთესი სიტუაციაც შეიქმნა, არ გამოვრიცხავთ რომ უკეთესი ზრდაც დაფიქსირდეს უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ზოგადად, სავარაუდოდ, რთული წელი იქნება მომავალი წელიც, მაშინ როდესაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაც აღარ იქნება“, - დასძინა Galt&Taggart-ის მთავარმა ანალიტიკოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები