მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 79.9 მილიონი ლარი იყო - კახა ბექაური

კახა ბექაური
BM. GE
20.09.23 00:25
4

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მაუწყებლობის სფეროში არსებული ტენდენციები მიმოიხილა.

“გასულ წელს, საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი და 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი იყო. გვყავს 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი” - განაცხადა მან.

თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 755 000 იყო, ხოლო, ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით, აბონენტების ყოველწლიური საშუალო ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს გაუტოლდა. მისივე თქმით, გასულ წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებული საშუალება კვლავ IPTV იყო, რომლის წილიც 81.3%-ს შეადგენდა.

სიტყვით გამოსვლისას, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 79.9 მილიონი ლარი იყო, ხოლო აქედან 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციულმა რეკლამამ, 6.3 მილიონი კი - რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები