მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ჰაერის დამაკმაყოფილებელი ხარისხი მსოფლიოს მხოლოდ 6 ქვეყანაში დაფიქსირდა - კვლევა

641078fb5f2c3
ქრისტინე შამათავა
14.03.23 17:31
1020
შვეიცარიული მონიტორინგის ჯგუფის, IQAir-ის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების სტატისტიკას ადგენს, აცხადებს, რომ 2022 წელს მხოლოდ 13 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში დაფიქსირდა ჰაერის ხარისხის "დამაკმაყოფილებელი“ მაჩვენებელი.

IQAir-მა 133 ქვეყნის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მხოლოდ 6 ქვეყანა და 7 ტერიტორიული ერთეული წყნარი ოკეანისა და კარიბის ზღვის მიმდებარედ, მათ შორის პუერტო-რიკოსა და გუამში, აკმაყოფილებს ჰაერის ხარისხის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სახელმძღვანელო წესებს.

ქვეყნები, სადაც ჰაერის ხარისხის ,,დამაკმაყოფილებელია“ :

• ავსტრალია
• ესტონეთი
• ფინეთი
• ისლანდია
• ახალი ზელანდია
• გრენადა

IQAir-ის მონაცემებით, ჰაერის საშუალო წლიური დაბინძურება აღნიშნული ქვეყნებისა და ტერიტორიების დაახლოებით 90%-ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის მითითებებს აჭარბებს.

ათი ქვეყანა, სადაც ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება (მონაცემები ასახავს მეტრ კუბ ჰაერში არსებული PM2.5 კონცენტრაციას მიკროგრამებში)

• ჩადი- 89.7
• ერაყი - 80.1
• პაკისტანი-70.9
• ბაჰრეინი-66.6
• ბანგლადეში-65.8
• ბურკინა-ფასო- 63.0
• ქუვეითი-55.8
• ინდოეთი - 53.3
• ეგვიპტე- 46.5
• ტაჯიკეთი- 46.0

ჩინეთმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჰაერის დაბინძურებით სიის სათავეში იყო, 2022 წელს მონაცემები გააუმჯობესა. 524 ქალაქიდან თითქმის 64%-ში PM2.5-ის წლიური კონცენტრაცია შემცირდა.

ინფორმაციისთვის, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო. გაეროს სააგენტოს ცნობით, 2016 წელს დაახლოებით 4,2 მილიონი ნაადრევი სიკვდილი დაუკავშირეს მცირე ნაწილაკების გავრცელებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ თუკი ამჟამინდელი სახელმძღვანელო წესების გატარება უფრო ადრე მოხდებოდა ფატალური შედეგების რაოდენობა დაახლოებით 3,3 მილიონით ნაკლები იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები