მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს მოსახლეობის 17%-ზე მეტი საარსებო შემწეობას იღებდა - საქსტატი

6452130200206
მარიამ ვარადაშვილი
03.05.23 12:14
472
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საარსებო შემოწეობა მოსახლეობის 17.4%-მა მიიღო და მიმღებთა რაოდენობა 647 738-მდე გაიზარდა. 2021 წელს საარსებო შემწეობას მოსახლეობის 15.8% იღებდა, რაც რაოდენობრივად 587 524 იყო. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლიურად 10%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი. ყველა ოჯახს შეუძლია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე და მოითხოვოს საარსებო შემწეობა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები