მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ქართული სატვირთო ავიაკომპანიების გადაზიდვები 54%-ით გაიზარდა

63ff072c443ef
მარიამ ვარადაშვილი
01.03.23 12:12
647
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიები 178 ათასი მგზავრს მოემსახურნენ [სტატისტიკა მოიცავს შიდა ფრენებსაც]. ეს მაჩვენებელი წლიურად 95%-ით არის გაზრდილი. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 94.1 ათასი, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელს კი 713.3 ათასი იყო.

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო კომპანიების მიერ გადაზიდულია 667 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა თითქმის 54%-ით არის გაზრდილი, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.



2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4.4 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 79%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მიიღო 2 196.1 ათასი მგზავრი (75.7%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 2 260.0 ათასი მგზავრი (82.4%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით).

საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 21.5 ათასი რეისი განხორციელდა, რაც თითქმის 43%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები