2022 წლის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 5.59 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 31.8%-ით, ანუ 1.35 მილიარდი დოლარით მეტი იყო.
საქსტატის მონაცემებით, რეკორდული ზომის იყო ექსპორტი დეკემბერშიც და ის 555.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ მეტია.
რაც შეეხება იმპორტს, მისი ზომა დეკემბერში 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა 31%), მთლიანად 2022 წელს კი საქართველოს იმპორტი 13.45 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-ით არის მომატებული.
საქსტატი იმპორტისა და ექსპორტის დეტალურ მონაცემებს 20 იანვარს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც გაირკვევა თუ უშუალოდ რა საქონლის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა.