მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა - გამომწვევი მიზეზები

649e7ccf7ec64
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.23 11:29
958
საქსტატმა 2022 წელს გარდაცვალების მიზეზების მიხედვით გარდაცვლილთა რიცხოვნობის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია. 

გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობს, რომლებზეც შესაბამისად გარდაცვლილთა 35.9% და 9.2% მოდის.

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების გამო გარდაცვლილთა რიცხვი 20.3%-ით შემცირდა და 17 641 შეადგინა. სიმსივნით კი 2022 წელს 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 40.7%-ით ნაკლებია. სასუნთქი სისტემები ავადმყოფობით 2 951 ადამიანი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობებით 1 195 ადამიანი, ნერვული სისტემის ავადმყოფობებით 713, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობებით კი 494 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განსხვავებულია. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები