მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს თეატრების დატვირთულობა გაიზარდა - რამდენი თეატრი ფუნქციონირებდა ქვეყანაში?

648abda06f617
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 11:39
790
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის კულტურის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში მოქმედი თეატრების დატვირთულობა გაზრდილია.

გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 - თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა - 51.9% თბილისში, 15.4% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 4 000 ღონისძიება ჩატარდა, აქედან - 256 გასვლითი (ქალაქის გარეთ) იყო. ქართულმა თეატრალურმა დასებმა საზღვარგარეთ ამ პერიოდის განმავლობაში 79 ღონისძიება გამართეს, რომელშიც 920 პირი მონაწილეობდა.

2022 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 112.3%-ითაა გაზრდილი და 3 794 ერთეული შეადგინა. აღსანიშნია, რომ სპექტაკლების ნახევარზე მეტი, რაც 63.7%-ს შეადგენს, დედაქალაქში გაიმართა.

ამავე პერიოდში ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და 547 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ქ. თბილისი - 64.8%-ით, ხოლო მეორე ადგილს 10%-ით იმერეთი იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები