მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

63b7c4d805f1d
ნინო ტაბატაძე
06.01.23 10:55
2250
კინოინდუსტრიის შემოსავლები გაიზარდა, თუმცა კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელზე ვერც 2022 წელს დაუბრუნდა.

Box Office Mojo-ს მონაცემებით, 2022 წელს, სამმა ფილმმა შეძლო მსოფლიო კინოგაქირავებიდან 1 მლრდ დოლარზე მეტის შემოსავლის მიღება. 2019 წელს კი, 1 მილიარდიან ნიშნულს ცხრა კინოფილმმა გადააბიჯა, მათ შორის, შურისმაძიებლების ახალმა ეკრანიზაციამ - „შურისმაძიებლები:თამაშის დასასრული“, რომელიც კინოგაქირავებაში 2019 წელს გამოვიდა, მის შემქმნელებს 2.7 მილიარდზე მეტი მოუტანა.

2022 წელს რეიტინგის ლიდერი კი, ტომ კრუზის მონაწილეობით შექმნილი ფილმი Top Gun: Maverick -ი გახდა. ფილმის შემოსავალმა მსოფლიო კინოგაქირავებიდან 2022 წელს 1.488 მლრდ დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზეა „ავატარი: წყლის გზა“. ჯეიმს ქემერონის ცნობილი ბლოკბასტერის მეორე ნაწილის პრემიერა დეკემბრის დასაწყისში შედგა. ფილმის შემოსავალმა კი, 1.482 მლრდ დოლარი შეადგინა და სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.



სამეულშია „იურული პერიოდის სამყარო: სამფლობელო“. ფილმის შემოსავალი 1.002 მლრდ დოლარია.

Box Office Mojo-ს მიერ შედგენილ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა ფილმი „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტისამყაროში“. ფილმის შემოსავალი 2022 წელს 955.7 მლნ დოლარი იყო. ხუთეულს ასრულებს „მინიონები: 2 გრუს აღზევება“ - 939.6 მლნ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები