2 მილიარდ 142 მლნ დოლარი - ასეთია 8 თვეში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა. მათ შორსი მხოლოდ აგვისტოში ქვეყანამ 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 110 მლნ მეტი ვიდრე 2019 წლის აგვისტოში. 8 თვის მონაცემებში რუსეთიდან ტურისტების კონტრიბუცია 467.9 მლნ დოლარია, ბელარუსიდან 189 მლნ ევროკავშირის ქვეყნებიდან 215 მლნ, ხოლო ისრაელიდან 170 მლნ. კმაყოფილია თუ არა მთავრობა ტურიზმის აღდგენის სტატისტიკით და ეს ტურიმიდან შემოსავლებია თუ უფრო მიგრანტების ეფექტი?