მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24, 25 და 26 ოქტომბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

63526933123fe
BM.GE
21.10.22 13:39
615
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე და 26 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც BM.GE-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები