მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

5fe1c33f4a98b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 14:00
2619
24 დეკემბრიდან ბაზრობები ვერ ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ რამდენიმე საათის წინ მიიღო. 

„სამწუხაროდ, ვერ გაიხსენება ბაზრობები“, - განაცხადა  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბაჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ 24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო თავიდან დაგეგმილი. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაზრობები არ გაიხსნება, თუმცა მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით" - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

გადაწყვეტილება მიღებულია: რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან და რომელი - არა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები