საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები არ შემსუბუქდება და არსებული აკრძალვები გაგრძელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გააჟღერა.
„ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.