მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 თებერვალს რაგბში საქართველო-რუსეთის თამაში აღარ გაიმართება

62178469f17e1
ინგა მურუსიძე
24.02.22 17:11
1116
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. კერძოდ, 2022 წლის "რაგბი–ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა "რაგბი ევროპამ" თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, "რაგბი ევროპა" კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

"საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება", - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები