მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა

60545ee658c42
ინგა მურუსიძე
19.03.21 12:19
1751
27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. როგორც "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" აცხადებენ, ახალგაზრდას პროზექტურაში გადაასვენებენ.

დაახლოებით ერთი საათის წინ განცხადება გააკეთა მისმა მკურნალმა ექიმმა ლევან რატიანმა, რომელმაც თქვა, რომ ახალგაზრდა ქალს დღეს გული გაუჩერდა, თუმცა მისი აღდგენა მოხერხდა, მაგრამ მდგომარეობა კრიტიკული იყო.

შეგახსენებთ, შემთხვევა 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის ექთანმა, მეგი ბარბაქაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაიკეთა აცრა, რის შემდეგაც, დაახლოებით 30 წუთში, ანაფილაქსიური შოკიგანუვითარდა.

მისივე თქმით, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თანამდევი რეაქცია მოჰყვება და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები