მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2700-ზე მეტი დასაქმებული სოცდაუცველი პროგრამიდან გავთიშეთ - მინისტრი

63ab26f8efd31
ინგა მურუსიძე
27.12.22 20:29
690
30 ათასი სამუშაო ადგილიდან სოცდაუცველებზე, რამდენია ისეთი, ვინც კერძო სექტორმა დაასაქმა? გჯერათ, რომ სოცდაუცველი, რომელიც ოზურგეთის მერიაში დასაქმდა, როგორც კერძების მიმწოდებელი, 3 წლის შემდეგ კონკურენტული იქნება და შრომის ბაზარს გამოადგება?, - ამ კითხვებით მიმართა BM.GE-მ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს.

„არ მინდა იფიქროთ, რომ ცალმხრივად, მარტო დასაქმებაზე ვზრუნავთ და მერე არ მოყვება ამას მონიტორინგი და კონტროლი. აქტიურად გვაქვს განვითარებული ეს მიმართულება. გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები ყოველდღიურად მუშაობენ თუ არა და იმ 4-წლიან შეღავათს, რასაც ვაძლევთ, სწორად იყენებენ თუ არა. 2700-სზე მეტი ადამიანი გავთიშეთ ამ პროგრამიდან. ეს იყო შემთხვევები, როცა სამსახურში არ ცხადდებოდნენ, თუმცა ჩვენ მონიტორინგის და კონტროლის ეს სისტემა კარგად ავაწყვეთ. ყველა ის ადამიანი დასაქმდება საზოგადოებრივ სამუშაოზე, ვინც ჩვეულებრივ მუშაობს. არ ვიცი კერძების დამტარებელია, თუ სასაფლაოს დარაჯი“, - ამბობს მინისტრი.

კითხვაზე, რას ისწავლიან ეს ადამიანები სასაფლაოს დალაგებაში? - აზარაშვილი პასუხობს: „ისწავლიან ბევრ რამეს“.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის მარტში დაიწყო სოციალურად დაუცველთა პროგრამა, რომელიც 18 წელს ზემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს. პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დასაქმებულია 30 000 სოციალურად დაუცველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები