მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართება - „ვინტილატორი“

646b47135d57d
ნანუკა ნარიმანიძე
22.05.23 21:00
709
ეკოლოგიურად სუფთა სოციალური საწარმო „ვინტილატორისა“ და საკომუნიკაციო პროექტების მართვის კომპანია „ბატერფლაის“ ორგანიზებით 3-4 ივნისს 9 აპრილის პარკში ფესტივალი სახელად „მწვანე ბაზარი“ გაიმართება - ამის შესახებ „ვინტილატორის“ დამფუძნებელმა შოკო ჩაჩუამ და „ბატერფლაის“ დამფუძნებელმა სალომე შამუგიამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

„ფესტივალი მოიცავს სასაუბრო სივრცეებს, ბარს, სასიამოვნო მუსიკას, მეწარმეების „ბაზრობას“, ამასთან, გვექნება საინტერესო ვორკშოპები და საუბრები საინტერესო და სასარგებლო თემებზე. აღსანიშნია ისიც, რომ გვექნება „შეაკეთეს“ პატარა კუთხე, სადაც ფესტივალის მანძილზე დასაქმებული იქნება 7 ხელოსანი და მომხმარებელს ექნება საშუალება დაზიანებული საათი, ქამარი და ნებისმიერი პატარა ნივთი ამ კუთხეში მიიტანოს და შეაკეთოს, ამით გვინდა ხალხს გავაგებინოთ, რომ ნივთის გადაგდებას, შეკეთება სჯობს“, - ამბობს შაკო ჩოჩუა.

სალომე შამუგია აღნიშნავს, რომ ფესტივალს ესტუმრებიან სტარტაპერები და სხვა ბიზნესმენები.

„ჩვენი ფესტივალი მოიცავს სასაუბრო სივრცეებს, გვექნება გარემოს კეთილდღეობაზე ცნობიერების ასამაღლებელი პოდკასტები და ვიდეოები. ეს ფესტივალი გააერთიანებს თანამოაზრე კომპანიებსა და პასუხისმგებლობიან მომხმარებელს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: კომპანია „ბატერფლაი“ 2008 წლიდან არსებობს და კომპანიის ინიციატივით ხშირად ტარდება სხვადასხვა პროექტები, რომელიც კონკრეტული პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, მაგ: პროექტები ტარდება ტურისტების მოზიდვისთვის, სტარტაპერების დახმარებისთვის, ადამიანების სოციალიზაციისთვის და ა.შ., „ვინტილატორი“ 2018 წელს შეიქმნა, არის ეკოლოგიურად სუფთა სოციალური საწარმო, რომელიც ისწრაფვის უფრო მწვანე მომავლისკენ და ამავდროულად ზრდის მდგრადი მოდის მნიშვნელობის ცნობადობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები