მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

31 აგვისტოს მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით 4 647 პირმა ₾14 მილიონამდე მიიღო - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო
BM. GE
15.09.23 21:38
7

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3. 85 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 868 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.

მათი მონაცემებით, საპენსიო სქემაში 1 მილიონ 438 ათასი ადამიანია მონაწილეობს. დღეისთვის კი დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 4,647 პირმა ისარგებლა.  მათზე გაცემული თანხა 13,755,174.81 ლარს შეადგენს.

₾3.9 მილიარდის საპენსიო დანაზოგებიდან ₾2.9 მილიარდი მაღალრისკიან პორტფელში განთავსდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები