„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 იანვრიდან თბილისის სერვის ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტს და მომხმარებელს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება.
თბილისის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
არსებულ ვითარებაში „ჯივიპი“ მოუწოდებს მომხმარებელს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის - ქალაქ რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩა N5- ში მდებარე სერვის ცენტრში.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ვებგვერდზე www.gwp.ge , დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
(R)