ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა სულგუნის მომზადებაში დაამყარა ეროვნული რეკორდი, - ამის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.
მათი ცნობით, იაგო დარსალიამ 34-კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "კოლხური შემოდგომა" გაიმართა, ჩხოროწყუ 90 წლის იუბილეს აღნიშნავს.

