მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა $1 მლრდ-ს გადააჭარბა - Galt & Taggart

6458a93444e5c
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.23 11:57
955
Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1 მილიარდ 045 მილიონი დოლარი შეადგინა.

საინვესტიციო ბანკის განახლებული კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, აღნიშნული პერიოდის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ით აღემატება.

„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 32.6%-ით გაიზარდა და 250 მლნ დოლარი შეადგინა“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, 2023 წლის I კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5%-ით გადააჭარბა. 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან 64.7%-ით, თურქეთიდან - 136.1%-ით, ისრაელიდან კი 73.2% გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები