მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„4 წელიწადში 20 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ“

60c37d986b3c2
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.21 21:31
666
მომდევნო 4-წლიან პერიოდში 20 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით განხორციელებული რეფორმების შედეგად, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს. მისივე თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო ინარჩუნებს პოზიციას ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.

„ამ მიმართულებით რეფორმები კვლავ გრძელდება და მათ შორისაა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, შემუშავებულია საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია, რომელშიც ასახულია პროექტების შერჩევისა და შეფასების მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა. რეფორმის მთავარი მიზანია, ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მქონე პროექტები. ამასთან, პანდემიის გავლენით გაზრდილი მთავრობის ვალის პირობებში, მომდევნო წლებში საკრედიტო რესურსებით დაფინანსდება მხოლოდ მაღალი ეკონომიკური უკუგების მქონე პროექტები, ხოლო ის პროექტები, რომლებსაც ეკონომიკურზე მეტად სოციალური ეფექტები აქვს, საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში დაფინანსდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები