საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273, საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 076 პირი, ხოლო 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შემთხვევათა 40%-50% უკვე ე.წ. დელტა შტამია.
„ჩვენ ვანგარიშობთ, რომ უკვე ქვეყანაში 40%-დან 50%-ში ცირკულირებს დელტა-შტამი საქართველოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.