მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-ში სტრუქტურული ცვლილებებია

6321d9c2523f2
BM.GE
14.09.22 17:42
1319
სამედიცინო კომპანია 4Hospitals-ში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, დირექტორთა საბჭო.

კომპანიის წარმომადგენლებმა BMG-ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა გაუზიარეს, რომელიც ასე გამოიყურება: აღმასრულებელი დირექტორი- დავით წინწკალაძე, კომერციული დირექტორი- გიგა კოხრეიძე და ფინანსური დირექტორი- დავით ლიპარტია, აღნიშნულ შემადგენლობას კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციიდან უხელმძღვანელებს 4Hospitals -ის დამფუძნებელი, ნინო გამყრელიძე.

ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება კომპანიის სწრაფი ზრდის ტემპითა და ახალი მიმართულების განვითარებითაა გამოწვეული. საბჭოს მიზანია, მმართველობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა და სათანადო მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემის უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას კომპანიასა და მის თანამშრომელთა, თუ პარტნიორთა შორის.

4Hospitals სამედიცინო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ ნდობა და აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უცხოელ პარტნიორებს შორის. დღეისათვის, 4Hospitals მრავალი საერთაშორისო გლობალური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

მისი პროდუქტების ჩამონათვალშია 1500-ზე მეტი სამედიცინო პროდუქტი შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ქირურგია, ტრავმატოლოგია/ორთოპედია, კარდიოლოგია/ინტერვენცია, პლასტიკური ქირურგია, ანესთეზიოლოგია/რეანიმაცია, ლაბორატორია/დიაგნოსტიკა, ჰოსპიტალური ავეჯი/ინვენტარი.

"ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე"- 4Hospitals-ის განაცხადია, შესაბამისად: კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს; 4Hospitals-ის გუნდი წარმოდგენილია ექსპერტული ცოდნით შეიარაღებული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც მუდამ ორიენტირებულნი არიან განვითარებაზე, ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვაზე, რათა უზრუნველყონ საოპერაციო საქმიანობის მაქსიმალური მოქნილობა და ეფექტურობა. და, რაც მთავარია, პროცესები სრულად ავტომატიზირებულია კომპანია BDO-ს პროგრამით "ბალანსი’’, რომელიც უზრუნველყოფს ნაშთების წამიერი სიზუსტით კონტროლის მექანიზმსა და უწყვეტ ლოჯისტიკურ ციკლს - შედეგად, 4Hospitals სასურველ დროს, კომფორტული და მოქნილი მიწოდებით ამარაგებს სამედიცინო სექტორს საჭირო პროდუქციით და ასევე, მხარს უჭერს მათ წარმატებულ ფუნქციონირებას მაღაკვალიფიციური საინჟინრო მომსახურებით.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები