მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5-12 წლის ბავშვებისთვის Covid-ვაქცინა ქვეყანაში II კვარტალში შემოვა - გამყრელიძე

6214ab6ca4af0
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 13:25
587
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოვა.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„5-12 წლის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ წინასწარი მსჯელობა იმუნიზაციის საბჭოზე იყო. ჩვენ „ფაიზერისთვის“ ეს ვაქცინა, დაახლოებით, 50 000 დოზის ფარგლებში დაკვეთილი გვაქვს. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს განკუთვნილი იქნება იმუნოკომპრომენტირებული და თანხმლები დაავადებებით ბავშვებისთვის, პირველი პარტია ამ ვაქცინის მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და ამის შემდეგ სურვილის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები