მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 658 მოქალაქე covid-ს საავადმყოფოში მკურნალობს, 7 812 - ბინაზე

5fb2253fd3482
ინგა მურუსიძე
16.11.20 11:10
587
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 16 785-ია და მათგან 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 7 812 - ბინაზე.

ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მძიმე პაციენტი არის 787, მათ შორის თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173, ხოლო აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27.

„3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში - 17 779, იმერეთში - 5 230“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთის: დღეს ვირუსმა 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები