მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 covid-ეფექტი, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება

5feddce2a7d13
თამთა ჯიჯავაძე
01.01.21 13:00
1516
კორონავირუსის პანდემიამ გლობალური ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესიის წინაშე დააყენა. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როდის შეძლებს მსოფლიოს ეკონომიკა სრულ აღდგენას. ვაქცინის გამოჩენამ, ეკონომისტების პროგნოზების გაუმჯობესება გამოიწვია, თუმცა, ჯერ მაინც ბოლომდე არ არის ცნობილი, როდის დასრულდება პანდემია.

CNBC აქვეყნებს ხუთ ტენდენციას, რომლითაც გლობალური ეკონომიკა 2021 წელს ხვდება:

ეკონომიკური აქტივობის დაღმასვლა

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ 2020 წლის განმალობაში რამდენიმე თვე "ლოქდაუნის" პირობებში გაატარა, რამაც ბუნებრივია, ეკონომიკური აქტივობის შემცირება გამოიწვია.

შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტი რეკორდულად შემცირდა ბევრ ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა წელს 4.4%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.2%-ით გაიზრდება. როგორც ფონდში ოქტომბრის თვეში განაცხადეს, მსოფლიო ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო, თუმცა, პრეპანდემიურ დონესთან მიახლოებას დიდი დრო სჭირდება.

სამოგზაურო შეზღუდვები

კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ისაა, რომ ქვეყნების დიდ ნაწილს საზღვრები სრულად ან კიდევ ნაწილობრივ ჩაკეტილი აქვს. ამან კი, საერთაშორისო მიმოსვლა და ტურიზმი მნიშვნელოვნად შეამცირა. 1 ნოემბრის მონაცემებით, 150-ზე მეტ ქვეყანას და ტერიტორიას კოვიდ-შეზღუდვები შემსუბუქებული ჰქონდა, თუმცა შეზღუდვების დიდი ნაწილი კვლავ ძალაშია.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ცნობით, შეზღუდვები მოიცავს:
- საზღვრების გახსნას მხოლოდ ცალკეული ქვენებისთვის, ან ცალკეული მიმართულებებით;
- ვიზიტორებისთვის კოვიდ-უარყოფითობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულებას;
- ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინის ან თვითიზოლაციის დაწესებას.

უმუშევრობის დონის ზრდა

პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე სამუშაო ადგილების შემცირება გახდა. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ცნობით, ცალკეულ ქვეყნებში შრომის ბაზარზე კორონავირუსის გავლენა 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის პირველი ხუთი თვის განმავლობაში იყო.

კომპანიების, ორგანიზაციების დიდ ნაწილს თანამშრომლების დროებით ან სამუდამოდ დათხოვნა მოუხდა.

სამთავრობო ვალის ზრდა

იმისათვის, რომ მთავრობებს სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინათ, მხარჯველობა გაიზარდა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებდა, ოქტომბერში, მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა $12 ტრილიონს მიაღწია. შედეგად, ვალის მოცულობა რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვდა.

"იმის გამო, რომ უამრავი დასაქმებული უმუშევრად დარჩა, მცირე ბიზნესი კრიზისშია და 80-90 მლნ ადამიანი სიღატაკეში აღმოჩნდა 2020 წელს, ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ მთავრობები სოციალურ დახმარებებს შეწყვეტენ“, - აცხადებენ სავალუტო ფონდში.

ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები

ცენტრალურ ბანკებს ეკონომიკის მხარდასაჭერად მოუხდათ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ეს დაეხმარება მთავრობებს ვალების მართვაში. ასევე ცენტრალურ ბანკებს განვითარებად ქვეყნებში, მოუწიათ გაეზარდათ აქტივების შეძენა, რათა ფინანსურ სისტემებში მეტი ფული ჩაეშვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები