მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ყველაზე ძვირი გურიაშია - PMC

64b79e1c5f5b4
მარიამ ვარადაშვილი
19.07.23 15:59
6891
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 186 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი - 262 ლარი იყო.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათი საშუალო ფასი 133 ლარი იყო. ქვეყანაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 646 ლარი იყო, კახეთში - 556 ლარი, აჭარაში - 516 ლარი, ხოლო თბილისში - 512 ლარი. 

როგორც ორგანიზაციაში BMG-ს უთხრეს, გურიაში 5-ვარკვლავიანი სასტუმროს ფასს "პარაგრაფი" განაპირობებს. 

ორგანიზაციის ცნობითვე, სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში მაისთან შედარებით, 6.3%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.

ივნისში წლიურად სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები