მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაზე ახალი განაცხადების მიღება დაიწყო

64b0fc077d898
BM.GE
13.07.23 17:31
356
500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაზე ახალი განაცხადების მიღება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

“გახდი აქსელერაციის პროგრამის მე-5 ნაკადის მონაწილე სტარტაპი, დააგროვე უდიდესი გამოცდილება მსოფლიო დონის მენტორებისგან, მიიღე ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა და დაიკავე ადგილი 500 Global-ის პორტფოლიოში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე რეგისტრაციისთვის გადადგით ბმულზე.

ცნობისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც $2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი ორიენტირდება ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და კაპიტალს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 45-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global- ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები